სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 30. ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით შეიძლება გაუნაწილდეს საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს.

2.ვალად აღებული სახსრების დაბრუნების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომლებითაც დადგენილია სამინისტროსათვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო განაკვეთზე მარჟის ლიმიტი, რომელიც შეიძლება გადაახდევინოს ეკონომიკურ აგენტს საფინანსო დაწესებულებამ, აგრეთვე სახსრების მიღებისათვის შერჩეული ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მხარეთა სხვა ვალდებულებები. სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ვალის შესახებ დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, თუ რომელი ვალუტით იქნება გაანგარიშებული და დაბრუნებული ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტები. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121133322932318¹655⁴152330
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს 2026 წლის …საქართველოს სახელმწიფო…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა