ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 13¹. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

რედაქცია №40 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2.მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.

3.შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4.თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა.

5.თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.

6.მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები; ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც  ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოიყენება. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4929 -სსმ I, № 23, 21.06.2007 წ., მუხ. 214 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ოქტ. 1998 – 5 ივლ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2007

    დაემატა 13¹ მუხლი, რომელიც აწესებს სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელს, ზღვრულ ოდენობას, საურავს, სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას და გათავისუფლების შემთხვევებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7446152⁹315655612¹513¹
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მოსაკრებლე…ბუნებრივი რესურსებით ს…კულტურული მემკვიდრეობი…მოსაკრებლების სისტემის…სალიცენზიო და სანებართ…ცხოველთა სამყაროს შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №40 · ბოლოს შემოწმდა