ციფრული და ჭკვიანი ხელშეკრულებების არსი და მათი თანაკვეთა
ციფრული ხელშეკრულება და ჭვკიანი ხელშეკრულება ერთმანეთს ჰკვეთს შემდეგ ასპექტებში: სახეობრივი მიმართება: ჭკვიანი ხელშეკრულება მიიჩნევა ელექტრონული ხელშეკრულების ნაირსახეობად. ის ტრადიციული შეთანხმების მსგავსია, ოღონდ სრულად გაციფრულებული ფორმით. სამართლებრივი ბუნება: ჭკვიანი ხელშეკრულებაც, ისევე როგორც სხვა ციფრული ხელშეკრულებები, თავსდება ელექტრონული დოკუმენტის განმარტებაში. იმისთვის, რომ ჭკვიანი ხელშეკრულება იყოს სამართლებრივად მბოჭავი, მან უნდა დააკმაყოფილოს ხელშეკრულების ნამდვილობისა და ფორმირების ზოგადი მოთხოვნები (მხარეთა ნება, ადეკვატური პირობები), რასაც მხოლოდ პროგრამული კოდი ვერ ჩაანაცვლებს. ფუნქციური თანაკვეთა: ციფრული ხელშეკრულების დადებისა და აღსრულების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭკვიანი ხელშეკრულება როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი (მაგალითად, გადახდის ინსტრუმენტი რეგულარული გადარიცხვებისთვის. შესაძლებელია).

1. ციფრული (ელექტრონული) ხელშეკრულება
ელექტრონული/ციფრული ხელშეკრულება არის ციფრული შინაარსობრივი მასალა (content), წარმოიშობა და მიეწოდება რა ელექტრონული ფორმით, იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ფორმით შენახულ შინაარსობრივ მასალას, იქნება ეს ტექსტი, ხმა, გამოსახულებითი (ვიზუალური) ან ხმოვანგამოსახულებითი (აუდიოვიზუალური) ჩანაწერი, ინფორმაცია ანდა მონაცემთა ერთობლიობა. იგი იდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მისი ფორმირებისთვის გამოიყენება ხელშეკრულების ფორმირების ზოგადი წესები.
ელექტრონული/ციფრული ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლებია:
· ფორმა: იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით, რაც გულისხმობს ელექტრონულად შენახულ ტექსტს, ხმას, ვიზუალურ/აუდიოვიზუალურ ჩანაწერს, ინფორმაციას ან მონაცემთა ერთობლიობას.
· დადების საშუალება: იდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და ეფუძნება ხელშეკრულების ფორმირების ზოგად წესებს.
· საგანი: შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული მომსახურება/პროდუქტი, ასევე ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც მოიცავს ვალდებულებით ურთიერთობას მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის. ამასთან, თავად ციფრული ხელშეკრულებაც წარმოადგენს ციფრულ პროდუქტსა და მომსახურებას.
· დისტანციური ხასიათი: დისტანციურად დადებული ხელშეკრულება, სადაც მხარეები ფიზიკურად არ ესწრებიან ერთდროულად, არის ელექტრონული ხელშეკრულება.
დისტანციური ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ციფრული ხელშეკრულების არსებობისთვის მვნიშვნელოვანია ხელშეკრულების დადების ფორმა და არა პირობების შეთანხმების ფორმას, კერძოდ, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუქნტის თანახმად, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო.
2. ჭკვიანი ხელშეკრულება (Smart Contract)
ჭკვიანი ხელშეკრულება ახალი ტიპის შეთანხმება, რომელშიც ციფრული სახითა წარმოდგენილი გარიგების პირობები კომპიუტერული კოდია. ჭკვიანი ხელშეკრულება ბიზნესებს შორის, ინდივიდებს შორის და მანქანებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება ავტომატურად სრულდება. ჭკვიანი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს ოპერაციულ და არაოპერაციულ პირობებს (პუნქტებს). აღნიშნულ პუნქტებში ჩაშენებულია განმაპირობებელი ლოგიკა (conditional logic), რომლის მიხედვით ხორციელდება ქმედებები კონკრეტულ დროსა და კონკრეტული ხდომილებით, იქნება ეს ფინანსურ ორგანიზაციაში გადახდის რიცხვისთვის კონკრეტული თანხის შეტანა განსაზღვრული მცოცავი საპროცენტო განაკვეთით თუ სხვა ფინანსური ოპერაციები. არაოპერაციულ პუნქტებს არ აქვს განმაპირობებელი ლოგიკა, თუმცა უკავშირდება მხარეთა შორის არსებულ ფართო სამართლებრივ ურთიერთობას: რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული, რომელი სასამართლო უნდა იყოს განსჯადი და ა.შ.
· არსი: ეს არის თვითაღსრულებადი პროგრამული კოდი, რომელშიც გარიგების პირობები წარმოდგენილია ციფრული სახით (კომპიუტერული კოდით). ნიკ საბოს განმარტებით, ეს არის „დაპირებათა ერთობლიობა“, რომელიც მოიცავს პროტოკოლებს ამ დაპირებების აღსასრულებლად.
· ავტომატიზაცია: მას ახასიათებს ვალდებულებების ავტომატური შესრულება წინასწარ განსაზღვრული პირობების (განმაპირობებელი ლოგიკა) დადგომისას, მხარეთა დამატებითი ქმედებების გარეშე.
· ტექნოლოგიური საფუძველი: ფუნქციონირებს განფენილი რეესტრის ტექნოლოგიების (DLT) (მაგ. ბლოკჩეინის) ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და უცვლელობას.
· სტრუქტურა: შეიძლება შეიცავდეს ოპერაციულ პუნქტებს (კოდში ჩაშენებული ლოგიკა კონკრეტული ქმედებებისთვის) და არაოპერაციულ პუნქტებს (სამართლებრივი ჩარჩო, მაგ. რომელი კანონი გამოიყენება).
ურთიერთ თანაკვეთა
ციფრული ხელშეკრულება და ჭვკიანი ხელშეკრულება ერთმანეთს ჰკვეთს შემდეგ ასპექტებში:
სახეობრივი მიმართება: ჭკვიანი ხელშეკრულება მიიჩნევა ელექტრონული ხელშეკრულების ნაირსახეობად. ის ტრადიციული შეთანხმების მსგავსია, ოღონდ სრულად გაციფრულებული ფორმით.
სამართლებრივი ბუნება: ჭკვიანი ხელშეკრულებაც, ისევე როგორც სხვა ციფრული ხელშეკრულებები, თავსდება ელექტრონული დოკუმენტის განმარტებაში. იმისთვის, რომ ჭკვიანი ხელშეკრულება იყოს სამართლებრივად მბოჭავი, მან უნდა დააკმაყოფილოს ხელშეკრულების ნამდვილობისა და ფორმირების ზოგადი მოთხოვნები (მხარეთა ნება, ადეკვატური პირობები), რასაც მხოლოდ პროგრამული კოდი ვერ ჩაანაცვლებს.
ფუნქციური თანაკვეთა: ციფრული ხელშეკრულების დადებისა და აღსრულების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭკვიანი ხელშეკრულება როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი (მაგალითად, გადახდის ინსტრუმენტი რეგულარული გადარიცხვებისთვის. შესაძლებელია).



