1.სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიის, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ ზონებში სახელმწიფო მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომ-ლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ უწყებებმა.
2.იმ მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) იჯარით გაცემისას, რომელზედაც განლაგებულია სახელმწიფო საკუთრების ობიექტები (შენობა-ნაგებობები), საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.
3.სახელმწიფო მიწის განკარგვა ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება მიწის სამართლებრივ რეჟიმს.
4.საჯარო-სამართლებრივი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიის მიწის მიმართ, ძალაში რჩება ამ კანონის საფუძველზე მისი განკარგვის შემდეგაც. დაუშვებელია სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის მიწით სარგებლობაზე სხვა რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც დადგენილია მიწის განკარგვის დროისათვის ძალაში მყოფი მიწის სამართლებრივი რეჟიმის ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში გამყიდველს შეუძლია სახელმწიფოს, საზოგადოების ან მეზობლად განლაგებული მიწის მფლობელის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთზე დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვიტუტები, მის მიმართ ან მისი მეშვეობით, რომელიც აუცილებელია მისი ინტერესების დასაცავად. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2035 – სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.44 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4712 – სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.142






