Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 59

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 59. ასლისა და ამონაწერის შესაბამისობის (სისწორის) დამოწმება და დამოწმების ფორმულარი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს ასლის შესაბამისობა დედანთან ან დამოწმებულ ასლთან (ასლის ასლთან).

2.ასლი შეიძლება დამზადდეს დოკუმენტის ფოტოასლის სახით, ან დოკუმენტის ტექსტური ასლის სახით. ფოტოასლად მიიჩნევა ასლგადამღებ აპარატზე დოკუმენტის პირის გადაღებით მიღებული გამოსახულება ისე, რომ მიღებულ ასლზე ფოტოგრაფიული სიზუსტით აისახოს დოკუმენტის დედანი (დამოწმებული ასლი, ასლის ასლი). ტექსტური სახით არსებული ასლი ზუსტად უნდა ასახავდეს დოკუმენტის ტექსტს. ამასთანავე, ტექსტურ ასლზე ვიზუალურად არ აისახება დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი – დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები, ბეჭედი, მინაწერები და სხვა. ამგვარი რეკვიზიტები (რაც ვიზუალურად არ აისახება ტექსტურ ასლზე), ტექსტურ ასლზე უნდა აისახოს შესაბამისი მინაწერით. მაგალითად: „მარწმუნებელი ვახტანგ ნოზაძე (ხელმოწერილია). ნოტარიუსი გიორგი მაისურაძე (ხელმოწერილია, დასმულია ნოტარიუსის ბეჭედი)“.

3.ტექსტურ ასლს არ დაერთვის დოკუმენტის დედნისათვის თანდართული დანართების ფოტოასლები. ასლს, რომელიც დამზადებულია ფოტოასლის სახით, შეიძლება დაერთოს ან არ დაერთოს დედნისათვის თანდართული დოკუმენტების ფოტოასლები.

4.დაუშვებელია ასლის დამზადება შერეული წესით (ნაწილობრივ ფოტოასლისა და ნაწილობრივ ტექსტური ასლის სახით).

5.დედანთან (დამოწმებულ ასლთან) ასლის შესაბამისობის დამოწმებას არ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ დედანი არ არის დამოწმებული ნოტარიულად ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ან იგი არ არის საჯარო აქტი.

6.დასაშვებია ასლის დედანთან შესაბამისობის დამოწმება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტის დედანი, ან დამოწმებული ასლი შეიცავს ისეთ შესწორებებს, რომლებიც არ არის დათქმული კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ მათი არსებობა ადვილად აღიქმება დოკუმენტის ფოტოასლში. შესაბამისად, ამ ხარვეზის მქონე დოკუმენტების ასლების დედანთან (დამოწმებულ ასლთან) შესატყვისობის დამოწმება დასაშვებია მხოლოდ ფოტოასლის სახით.

7.დედანთან (დამოწმებულ ასლთან) ასლის შესაბამისობის დამოწმებას არ გამორიცხავს აგრეთვე ის გარემოება, რომ დოკუმენტის დედანი შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ან ამორალურ ნორმებს, ან დოკუმენტს აკლია კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები, ან დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე და ეს ენა არ იცის ნოტარიუსმა.

8.ნოტარიუსის მიერ ასლის შესაბამისობის დამოწმება არ ნიშნავს დოკუმენტის დედნის (დამოწმებული ასლის) კანონიერებისა და ნამდვილობის დამოწმებას და, შესაბამისად, ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, თუკი დოკუმენტის დედანი კანონსაწინააღმდეგოა (ან შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს), ან გაყალბებულია (მატერიალურად, და/ან შინაარსობრივად).

9.დასაშვებია პასპორტის, პირადობის მოწმობის, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.) და სხვა მსგავსი დოკუმენტების (რომლებიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ეგზემპლარის – დედნის სახით) ფოტოასლების დედანთან შესატყვისობის დამოწმება. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დამოწმებულ ფოტოასლს არ აქვს დედნის ძალმოსილება და იგი ვერ ცვლის თვით დოკუმენტის დედანს.

10.ტექნიკური საშუალებით შესრულებული დოკუმენტის (გარდა წიგნებისა, გაზეთებისა, ჟურნალებისა და სხვა ბეჭდური გამოცემებისა) ფოტოასლის შესატყვისობის დამოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასზე არსებობს ხელმოწერა, ან არსებობს ხელით მინაწერები დედანი (ჩასწორება, შენიშვნა და სხვა).

11.დამოწმებულ ასლს (ასლის ასლს) აქვს დედნის (დამოწმებული ასლის) შესაბამისი ძალმოსილება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.

12.ამონაწერი დოკუმენტიდან წარმოადგენს დოკუმენტის ნაწილს, რომელიც გადმოცემულია ტექსტური სახით. ამონაწერის დამზადებისას დაცულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი.

13.ასლის ან ამონაწერის დამოწმების ფორმულარი, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი აუცილებელი რეკვიზიტებისა, უნდა შეიცავდეს დამოწმებას, რომ ასლი (ასლის ასლი) ან ამონაწერი იდენტურია დედნისა (დამოწმებული ასლისა), რომელიც წარმოდგენილია ნოტარიუსთან ან ინახება ნოტარიუსის არქივში. ამონაწერის გაცემისას ფორმულიარში უნდა მიეთითოს, რომ ამონაწერი ასახავს დოკუმენტის მხოლოდ ნაწილს.

14.ნოტარიუსი უფლებამოსილია ფორმულარში მიუთითოს დოკუმენტის იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებში.

15.ფოტოასლის (დამოწმებული ასლის ფოტოასლის) დამოწმების ფორმულიარის მითითება იმის შესახებ, რომ ფოტოასლი შეესაბამება დოკუმენტის დედანს (დამოწმებულ ასლს), მიემართება საკუთრივ იმ დოკუმენტს, რომლის ფოტოასლის შესაბამისობაც მოწმდება, მაგრამ არ მიემართება ამ დოკუმენტის დანართებს. ამასთანავე, ივარაუდება, რომ დანართების ფოტოასლები ზუსტად ასახავს დანართებს იმ სახით (დედანი, დამოწმებული ასლი, დაუმოწმებელი ასლი და ა. შ.), რა სახითაც ეს დანართები თან ერთვის დოკუმენტს, რომლის ფოტოასლის შესატყვისობაც დამოწმდა.

16.იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა სასამართლოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს სანოტარო არქივში არსებული დოკუმენტების ასლები, ან ამ ორგანოებს უნდა მისცეს ახსნა-განმარტება, ჩვენება, ამ ორგანოებში უნდა წარადგინოს შესაგებელი, სარჩელი, საჩივარი და ა.შ., ნოტარიუსი უფლებამოსილია, თავის ახსნა-განმარტებას, შესაგებელს, სარჩელს, საჩივარს, ჩვენებას და ა.შ. დაურთოს თავის სანოტარო არქივში არსებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი და დაამოწმოს ამ დოკუმენტის ასლის შესატყვისობა არქივში არსებულ დედანთან/დამოწმებულ ასლთან ისე, რომ სანოტარო მოქმედება არ გაატაროს სანოტარო მოქმედებათა რეესტრში.

17.დასაშვებია დოკუმენტის დედანთან ასლის შესაბამისობის დამოწმება იმ შემთხვევაშიც, თუ დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან და იგი არ არის აკინძული, ან ყველა გვერდი არ არის დანომრილი და ხელმოწერილი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ფორმულარში მიუთითოს ეს გარემოებები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 58შემდეგი მუხლი 60

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2010
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 70თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
  • 58დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
  • 43სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 20დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 9მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 97საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

ნოტარიატის შესახებ

  • 38სანოტარო მოქმედება
  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა

თამასუქის შესახებ

  • 60თამასუქის ასლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 135წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენა

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 4ელექტრონული დოკუმენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
204³135603848705843949759
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს ზოგადი ადმ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო სამართლის იურიდ…ნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23