1.დაინტერესებული პირის თხოვნით ნოტარიუსი გასცემს სამართლებრივ კონსულტაციას ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2.სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან და რომლისთვისაც დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებით ნოტარიუსი იღებს საზღაურს, რეგისტრაციაში ტარდება სანოტარო რეესტრში.
3.საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, განისაზღვრება ნოტარიუსისა და დაინტერესებული პირის შეთანხმებით. შეთანხმება შეიძლება შედგეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. შეთანხმებული საზღაურის ოდენობა აისახება სანოტარო რეესტრში. თავი VIII ანდერძის შედგენის, შენახვისა და გამოქვეყნების წესები






