„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და გონივრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმისწარმოების გახსნის შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნება საერთო-ეროვნული მნიშვნელობის გაზეთში (გაზეთში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით). განცხადებაში უნდა მიეთითოს გარდაცვლილის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი, ნოტარიუსის ვინაობა და სანოტარო ბიუროს მისამართი, სადაც შეიძლება სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენა. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ორჯერ, ამასთან, მეორე გამოქვეყნება დასაშვებია პირველი გამოქვეყნებიდან ათი დღის ამოუწურვის შემდეგ და პირველი გამოქვეყნებიდან ოცი დღის გასვლამდე. განცხადების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს (მათ შორის, ხარჯების გადახდით) პირი, რომელიც ითხოვს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნოტარიუსი უფლებამოსილია, სამკვიდრო მოწმობის გაცემა გადადოს პირველი გამოქვეყნებიდან ოცდაათი კალენდარული დღის ამოწურვამდე.
These lawyers work in the legal area related to this article.