Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 8

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შემუშავების, გამოქვეყნების, განცხადებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე -9 მუხლითა და ამ დებულებით.

2.ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ. ა) გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“; ბ) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8000000 ლარს უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, აგრეთვე აქვეყნებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ გაზეთში და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით.

3.ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადების გავრცელებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებაც. ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ. ტენდერის გამოცხადების ოფიციალურ თარიღად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული განცხადების თარიღი (იმისდა მიხედვით, პირველად რომელში გამოქვეყნდება), ხოლო დახურული ტენდერის შემთხვევაში – განცხადების დაგზავნის თარიღი.

4.დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა დაეგზავნოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ არანაკლებ ხუთ პირს.

5.განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს (დახურული ტენდერის შემთხვევაში – დაიგზავნოს) საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

6.განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტებს; ბ) შესასყიდი საქონლის სახეობას, რაოდენობას და ხარისხს, მიწოდების ადგილსა და ფორმას, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობას და შესრულების ან გაწევის ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვების ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების. სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სავალდებულო ან სასურველ ვადებს; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების კრიტერიუმებსა და წესს; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადასა და ადგილს; ვ) მოთხოვნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ; ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღებს წესს, ვადას, ადგილსა და ენას, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთს; თ) სატენდერო კომისიის აპარატის მუშაკთა სამსახურებრივ კოორდინატებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე.

7.სატენდერო კომისიას უფლება აქვს დააწესოს დამატებითი მოთხოვნები შესყიდვებში მონაწილე პირების ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების და პროფესიული კვალიფიკაციის მიმართ. ეს მოთხოვნები უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა უშვებდეს შესყიდვებში მონაწილე პირთა დისკრიმინაციას. იგი შეიძლება ეხებოდეს ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირთა პროფესიონალური და ტექნიკური კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური შესაძლებლობების, პერსონალის შესახებ მონაცემებს.

8.სატენდერო კომისიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება ეხებოდეს აგრეთვე სუბ-კონტრაქტორებს, რომლებიც იქნებიან ჩართულნი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების პროცესში.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს მისი მოთხოვნისთანავე და უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ბ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალს; ბ) მოთხოვნებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების დადების, საჭიროების შემთხვევაში სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიების) ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გარანტიების მექანიზმის გამოყენების და ამ გარანტიების ოდენობისა და ფორმის, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის შესახებ; გ) მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დაწესებული პრეფერენციული შეღავათისა და ამ დებულებით განსაზღვრული მისი გამოყენების წესის შესახებ; დ) მითითებას, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადების ან საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მხოლოდ ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული წინადადების წარდგენა; ე) მითითებას, შესაძლებელია თუ არა ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალკეული ნაწილების (ელემენტების) შესრულების უფლება; ვ) საჭიროების შემთხვევაში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას; ზ) ინფორმაციას სახლმწიფო შესყიდვების პროცედურების დროს წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრების შესაძლებლობის და ზოგადი წესების შესახებ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 მაი. 2005
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2002-05-25 · №4

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2005-05-17
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო შესყიდვ… 16სახელმწიფო შესყიდვ… 9მუხლი 16მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 19დახურული ტენდერის ჩატარების წესი
  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი
  • 5სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 12¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია
  • 24²გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი
  • 20⁷კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 53შესყიდვის პირობები
  • 54შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები
  • 4ენა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა
  • 165²⁰საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 77განცხადების შეტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16912¹24²20⁷16920419155535448
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო