1.პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) ცვლილების შეტანა მექანიკური შეცდომის გასასწორებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ არ შეიძლებოდა სხვა რამ ყოფილიყო ნაგულისხმები. აღნიშნულმა ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.



