1.უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. 1 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს უმაღლეს დიპლომატიურ რანგს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებითა და თანახელმოწერით.
2.საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს; გ) მინისტრის მოადგილეს; დ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელსაც უკავია ან ეკავა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3375 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
