Article 169. საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
1. საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნულ საქონელზე განახორციელოს საბაჟო კონტროლი.
2. საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ხორციელდება შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით, ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადგილების გავლითა და საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით. 2 1 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობის თაობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გასცა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანომ და ადასტურებს საქართველოდან გატანილი საქონლის ამ ქვეყანაში შეტანის რეგისტრაციას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 კარი VII საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები) თავი XXV საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები)
