კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობის ნებართვა, თუ: ა) არსებობს სათანადო საფუძველი, რომ ორგანიზაცია მონაწილეობს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობისათვის ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობაში; ბ) ფარული მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლისათვის.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
Article 18. ფარული მონაწილეობა
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 6 Dec 2018
