Article 13^8. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების განმეორებით წარდგენა
1. უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებამდე ან გაგრძელების მომენტისთვის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ან მას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
