საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
Article 5^9. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები
1. საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია საავტომობილო სფეროში, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სანებართვო დოკუმენტს სააგენტო გასცემს მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ან/და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე.
