Article 13. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები
1. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. 1 1 . სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სამსახური დაზღვევის სახეობებისა და დაზღვევის ფორმების მიხედვით, ამ ოდენობის შევსებისათვის სამსახურის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 1/3-ზე ნაკლები. 1 2 . მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით. 1 3 . მზღვეველის მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, იგი უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს. 1 4 . ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 1 5 . სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს სამსახურის მიერ განსაზღვრულ მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გაანგარიშებით მიღებულ გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის უდიდეს სიდიდეზე ნაკლები.
2. მზღვეველი დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.
3. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.
4. მზღვეველს ეკრძალება: ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად; ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან ადმინისტრატორის აქციების შესაძენად; გ) გასცეს სესხი შვილობილი საწარმოს აქციების შესაძენად. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5003 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დაზღვევის შესახებ
