1.მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.
2.მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. მუხლი 16 1 . სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებ ი 1. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალი/საგარანტიო ფონდი და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.
2.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას. ეს ფულადი სახსრები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად, არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით, განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (საბანკო დაწესებულებებში) ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე (ანგარიშებზე).
3.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესით (მათ შორის, ლიმიტები, დაზღვევის პირობები) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.
4.






