1.საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.
2.საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა განისაზღვრება 3 თვით, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებისათვის გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე 2 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – კიდევ 2 თვემდე აგრძელებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადას.
4.ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირმა უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფოდან გამოითხოვს პირის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
6.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გადაცემის მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული საექსტრადიციო პატიმრობის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32



