საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 649. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ
1. თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს 152-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი აღკვეთის ღონისძიება. ის შეიძლება მეთვალყურეობისათვის გადაეცეს მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ არასრულწლოვანი იქ იზრდება, ანდა სასამართლო ბრძანებით მოთავსდეს სპეციალურ დახურულ საბავშვო დაწესებულებაში.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ აცნობებენ მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ ასეთი არ არის, – სხვა ნათესავებს.
