ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Article 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია; ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში; დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი.
