1.ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განსახორციელებლად შესაძლებელია სახელმწიფომ დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქცია (სამუშაო, მომსახურება) ხელშეკრულების საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან/და სხვა შესაბამის იურიდიულ პირს გადასცეს.
2.ამ კანონის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გადაცემისა და მიწოდების წესები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას უფრო ეფექტიანად და სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სახელმწიფო; ბ) მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ღონისძიების უფრო ხარისხიანად განხორციელება შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს; გ) მომსახურების მიმწოდებელი შესაბამის ღონისძიებას, ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად ახორციელებს. თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები






