კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.
2.ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
These lawyers work in the legal area related to this article.