1.ელექტრონული კატალოგი არის წინადადების წარდგენის საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ოპერატორის მიერ წინადადების შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით წარდგენა. საჯარო შესყიდვის პროცედურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებისას, აგრეგირებული საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ან საჯარო შესყიდვის ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს წინადადების შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც მას ავსებს.
2.ელექტრონულ კატალოგს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკური ოპერატორი ადგენს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი.
3.წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარსადგენად შემსყიდველი ორგანიზაცია: ა) ამის შესახებ უთითებს შესყიდვის პირობებში; ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, ფორმასა და სპეციფიკაციებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული კატალოგი) უთითებს შესყიდვის პირობებში.






