Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიაქტივების მმართველი კომპანია
ლექსიკონი

აქტივების მმართველი კომპანია

კანონში განსაზღვრული 7 განმარტება

წყაროები:დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ · მუხლი 2დაზღვევის შესახებ · მუხლი 2ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ · მუხლი 2არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ · მუხლი 2საინვესტიციო ფონდების შესახებ · მუხლი 2ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ · მუხლი 2

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 2

აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრი სახელმწიფოც არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებას არ ექვემდებარება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 2

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია

დაზღვევის შესახებ

მუხლი 2

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 2

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 2

კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 2

იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვას (კოლექტიური პორტფელის მართვას) ახორციელებს

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 2

იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდს/ფონდებს (კოლექტიურ ფონდებს) მართავს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)