არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა – ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე; ბ) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა – საპენსიო სქემების დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა; გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ – საპენსიო სქემა) –არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის სისტემა; დ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომ დამფუძნებელი) – იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) მეანაბრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ – მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) საპენსიო დანაგროვი – მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები; თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა; ი) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები; ი 1 ) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული, საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები; კ) აქტივების მმართველი კომპანია – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე; ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო – დამფუძნებლის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს; ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 მუხლში „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი (შვილობილი საწარმო) და „ო“ ქვეპუნქტი (ფილიალი); „მ“ ქვეპუნქტის შინაარსი სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ იგივეა.

  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    მე-2 მუხლში შემოვიდა ახალი ტერმინი „საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები“ (ი¹ ქვეპუნქტი), ხოლო „ლ“ ქვეპუნქტში დეპოზიტარის აღრიცხვის ობიექტი ამ ტერმინს დაუკავშირდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1213422 (და…22222342
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასახელმწიფო საპენსიო…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებსახელმწიფო პენსიის შეს…დეპოზიტების დაზღვევის …სოციალური მუშაობის შეს…