Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 1

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018
თემები:საზღვაო ეკიპაჟიპროფესიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეთევზე-მეზღვაური − თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობისა და პერსონალის ყველა წევრი; ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) კომპეტენციის სერტიფიკატი − შკიპერზე, ოფიცერზე, GMD SS -ის რადიოოპერატორზე გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები; დ) სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ მომზადების სპეციალური კურსის გავლას; ე) დიპლომი − განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი − შესაბამისი საზღვაო- საწვრთნელი დაწესებულების პროგრამა, რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო კომპეტენციის მისაღებად და რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ; ზ) მართვის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია შკიპერის, უფროსი თანაშემწის, თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის ან თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან; თ) ექსპლუატაციის დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის, თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსის, ელექტროინჟინრის ან GMD SS - ის რადიოოპერატორის მიერ მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან; ი) დამხმარე დონე − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის რიგითი შემადგენლობის მიერ ექსპლუატაციის ან მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან; კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდ გომ − ეკიპაჟი) − მეზღვაურთა შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს; ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი − ყველა პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომლებიც დასაქმებული არიან თევზსაჭერ გემზე, შკიპერის დავალებით ასრულებენ გარკვეულ მოვალეობას და გავლილი აქვთ ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსი; მ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით; ნ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა; ო) საერთაშორისო სტანდარტები − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომ − IMO) მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთათვის დაწესებული მომზადებისა და სერტიფიცირების მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსათვის; პ) GMD SS − საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევის დროს; ჟ) სუპერინტენდანტი − საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკური ექსპლუატაციისთვის ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის; რ) შკიპერი − თევზსაჭერი გემის კაპიტანი; ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი − სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის; ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი − თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის მომდევნო რანგის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია თევზსაჭერი გემის ძალოვან დანადგარებზე და გემის სამანქანე მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და შენახვისათვის, თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში; უ) გამოცდილი მეთევზე − თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა; ფ) მეთევზე − პირი, რომელიც მონაწილეობს თევზსაჭერი გემით თევზის მოპოვებაში; ქ) თევზსაჭერი გემი − ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის და რომლის განუყოფელი ნაწილია რეწვის იარაღი; ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი − სამანქანე განყოფილებაში მომუშავე ყველა პირი, სამანქანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, რათა მოემსახურონ თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების აღჭურვილობასა და ელექტრომოწყობილობებს; ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანე განყოფილების პერსონალი − საგემბანე განყოფილებაში მომუშავე ყველა პირი, საგემბანე განყოფილების ოფიცრის გარდა, რომელთაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, რათა მოემსახურონ საგემბანე აღჭურვილობებს; შ) STCW-ის კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, განახლებული ვერსიით; ჩ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), განახლებული ვერსიით; ც) კანდიდატი − ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი; ძ) გემთმფლობელი − კომპანია, სხვა ორგანიზაცია ან პირი (მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი), რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისათვის.

2.ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3448 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-09-20 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 4მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა
  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 11კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 5სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 44მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 6კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საზღვაო კოდექსი

  • 44(ამოღებულია)
  • 47—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36444753444311241
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო-სამაშველო სამს…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 20 სექ. 2018