Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებმუხლი 2

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 07.07.2012.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება →
თემები:ნარკოტიკული დანაშაულებისატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულებიპიროვნული დაზიანებაშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული საშუალება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში; ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში; გ) პრეკურსორი –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას და გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეკურსორების სიაში; დ) მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; ე) შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება; ვ) პრეპარატი –  ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული კომბინირებული წამლის ფორმა, რომელიც შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ ან რამდენიმე ნივთიერებას; ზ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები (სიები) –  საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალი; თ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომელიც შეტანილი არ არის სიებში, მაგრამ თავისი ფსიქოაქტიური მოქმედებით ნარკოტიკული საშუალების მსგავსია; ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი; კ) სპეციალური კონტროლი –  საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალურ ბრუნვაზე დაწესებული განსაკუთრებული კონტროლი; ლ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა, წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი; მ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალური ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ნ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით; ო) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ნივთიერების შემუშავება; პ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ფარმაცევტული წარმოება – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სერიული მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადება –  სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის წამლის ფორმის მიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქში, რეცეპტის საფუძველზე, სათანადო ტექნოლოგიით; რ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადამუშავება –  პრეპარატის რაფინირება (უცხო მინარევებისაგან გაწმენდა), მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა, ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს; ს) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადაგზავნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, ტვირთის გამგზავნის, მიმღებისა და ადრესატის დაუსწრებლად; ტ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გადაზიდვა –  ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მათი განმკარგავი ან მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ; უ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა –  უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი ფასით; ფ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია –  უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასხვისება იურიდიულ პირზე; ქ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გამოყენება –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება –  ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით; ყ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა, გატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა; შ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სახელმწიფო კვოტა –  საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ლიმიტი; ჩ) ნარკომანია –  დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო; ც) ნარკომანიით დაავადებული პირი –  პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს დიაგნოზი „ნარკომანია“; ძ) მომხმარებელი –  პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; წ) სომატონარკომანი –  ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც კანონიერად დაენიშნა ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; ჭ) სარეაბილიტაციო ღონისძიებები –  ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოჯანმრთელებისაკენ და საზოგადოებრივ-შრომითი ინტეგრაციისაკენ მიმართული სამედიცინო და სოციალური ღონისძიებების სისტემა. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5858 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული საშუალება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში; ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში; გ) პრეკურსორი –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას და გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეკურსორების სიაში; დ) მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; ე) შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება; ვ) პრეპარატი –  ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული კომბინირებული წამლის ფორმა, რომელიც შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ ან რამდენიმე ნივთიერებას; ზ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები (სიები) –  საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალი; თ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომელიც შეტანილი არ არის სიებში, მაგრამ თავისი ფსიქოაქტიური მოქმედებით ნარკოტიკული საშუალების მსგავსია; ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი; კ) სპეციალური კონტროლი –  საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალურ ბრუნვაზე დაწესებული განსაკუთრებული კონტროლი; ლ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა, წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი; მ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალური ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ნ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით; ო) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ნივთიერების შემუშავება; პ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ფარმაცევტული წარმოება – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სერიული მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადება –  სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის წამლის ფორმის მიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქში, რეცეპტის საფუძველზე, სათანადო ტექნოლოგიით; რ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადამუშავება –  პრეპარატის რაფინირება (უცხო მინარევებისაგან გაწმენდა), მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა, ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს; ს) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადაგზავნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, ტვირთის გამგზავნის, მიმღებისა და ადრესატის დაუსწრებლად; ტ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გადაზიდვა –  ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მათი განმკარგავი ან მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ; უ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა –  უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი ფასით; ფ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია –  უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასხვისება იურიდიულ პირზე; ქ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გამოყენება –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება –  ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით; ყ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა, გატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა; ყ 1 ) ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი ან ექსპორტი; შ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სახელმწიფო კვოტა –  საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ლიმიტი; ჩ) ნარკომანია –  დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო; ც) ნარკომანიით დაავადებული პირი –  პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს დიაგნოზი „ნარკომანია“; ძ) მომხმარებელი –  პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; წ) სომატონარკომანი –  ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც კანონიერად დაენიშნა ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; ჭ) სარეაბილიტაციო ღონისძიებები –  ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოჯანმრთელებისაკენ და საზოგადოებრივ-შრომითი ინტეგრაციისაკენ მიმართული სამედიცინო და სოციალური ღონისძიებების სისტემა. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5858 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული საშუალება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში; ბ) ფსიქოტროპული ნივთიერება –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში; გ) პრეკურსორი –  ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას და გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეკურსორების სიაში; დ) მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; ე) შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება –  საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება; ვ) პრეპარატი –  ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული კომბინირებული წამლის ფორმა, რომელიც შეიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ ან რამდენიმე ნივთიერებას; ზ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები (სიები) –  საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალი; თ) ნარკოტიკული საშუალების ანალოგი - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომელიც შეტანილი არ არის სიებში, მაგრამ თავისი ფსიქოაქტიური მოქმედებით ნარკოტიკული საშუალების მსგავსია; ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი; კ) სპეციალური კონტროლი –  საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალურ ბრუნვაზე დაწესებული განსაკუთრებული კონტროლი; ლ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა და კულტივირება; ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა, წარმოება, მომზადება, გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი; მ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის ლეგალური ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ნ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით; ო) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის შექმნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ახალი ნივთიერების შემუშავება; პ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ფარმაცევტული წარმოება – ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სერიული მიღება შესაბამისი ლიცენზიის მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადება –  სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის წამლის ფორმის მიცემა შესაბამისი ლიცენზიის მქონე აფთიაქში, რეცეპტის საფუძველზე, სათანადო ტექნოლოგიით; რ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადამუშავება –  პრეპარატის რაფინირება (უცხო მინარევებისაგან გაწმენდა), მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა, ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს; ს) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გადაგზავნა –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, ტვირთის გამგზავნის, მიმღებისა და ადრესატის დაუსწრებლად; ტ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გადაზიდვა –  ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მათი განმკარგავი ან მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ; უ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა –  უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი ფასით; ფ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია –  უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასხვისება იურიდიულ პირზე; ქ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის გამოყენება –  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება –  ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით; ყ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა, გატანა) –   სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გადმოტანა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა; ყ 1 ) ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი ან ექსპორტი; შ) ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების სახელმწიფო კვოტა –  საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ლიმიტი; ჩ) ნარკომანია –  დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული საშუალებების მიღებისადმი მზარდი, დაუძლეველი სურვილით მათ მიმართ ჩამოყალიბებული ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების გამო; ც) ნარკომანიით დაავადებული პირი –  პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს დიაგნოზი „ნარკომანია“; ძ) მომხმარებელი –  პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ მის მიმართ ჩამოყალიბებული არა აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; წ) სომატონარკომანი –  ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც კანონიერად დაენიშნა ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება; ჭ) სარეაბილიტაციო ღონისძიებები –  ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოჯანმრთელებისაკენ და საზოგადოებრივ-შრომითი ინტეგრაციისაკენ მიმართული სამედიცინო და სოციალური ღონისძიებების სისტემა. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5858 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 აპრ. 2012
  2. 28 მარ. 2012
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკების კულტივაციის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკების შეძენის დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული დანაშაული: შეძენა-შენახვა (მუხლი 260)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება (მუხლი 260/265)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2012-05-22 · №13

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2012-04-12
6
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 4საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიები და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
  • 1კანონის მიზნები, რეგულირების სფერო და ძირითადი პრინციპები

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 20სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 273ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება
  • 262ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებული ტერმინები

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 1კანონის მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
273262314203341342
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…თამბაქოს კონტროლის შეს…