Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებმუხლი 4

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:სხვა არამატერიალური აქტივების შეფასებამომხმარებელთა დაცვასპონსორობაკომერციული ხელშეკრულებებიIP სტრატეგიატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის  შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; ბ) გასაყიდი ფასი − საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით; # გ) დაკავშირებული ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელი იძენს საქონელს ან მომსახურებას და რომელიც დაკავშირებულია დისტანციურ ხელშეკრულებასთან ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან, ამასთანავე, ეს საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ მოვაჭრესა და მესამე პირს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე; დ) დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო; ე) ერთეულის ფასი − საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით, შემდეგი ერთეულებისთვის: ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კუბური მეტრი, ან სხვა ერთეულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, საქართველოში საზომად გამოიყენება; ვ) კომერციული გარანტია − მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს; ზ) კომერციული საქმიანობა − მოვაჭრის ნებისმიერი მოქმედება, უმოქმედობა, ქცევა, ახსნა-განმარტება, კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის, რეკლამა და მარკეტინგი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან ან მიწოდებასთან ან საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობასთან; თ) მოვაჭრე − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით; ი) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; კ) სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; ლ) სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა; # მ) საქონელი − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე; ნ) საჯარო აუქციონი − გაყიდვის მეთოდი, რომლის გამოყენების დროს საქონელი ან მომსახურება მოვაჭრის მიერ კონკურენტული და გამჭვირვალე განაცხადის გაკეთებით იმ მომხმარებლისთვის არის შეთავაზებული, რომელიც პირადად ესწრება ან რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა, პირადად დაესწროს საჯარო აუქციონს, სადაც ყველაზე მაღალი ფასის განმცხადებელი პირი ვალდებულია შეიძინოს ეს საქონელი ან მომსახურება; ო) ფინანსური მომსახურება − მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან; პ) ქცევის კოდექსი − შეთანხმება ან წესი, რომელიც კანონით სავალდებულო არ არის და ადგენს იმ მოვაჭრის ქცევას, რომელიც ქცევის კოდექსით ივალდებულებს თავს ერთი ან ერთზე მეტი კომერციული საქმიანობის სფეროში; ჟ) ციფრული შინაარსი − მონაცემები, რომლებიც ციფრული ფორმით არის წარმოებული ან მიწოდებული; რ) ხანგამძლე მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3761 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი II ძირითადი უფლებები და ვალდებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; [ ა) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის  შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] ბ) გასაყიდი ფასი − საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით; # გ) დაკავშირებული ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელი იძენს საქონელს ან მომსახურებას და რომელიც დაკავშირებულია დისტანციურ ხელშეკრულებასთან ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან, ამასთანავე, ეს საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ მოვაჭრესა და მესამე პირს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე; დ) დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო; ე) ერთეულის ფასი − საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით, შემდეგი ერთეულებისთვის: ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კუბური მეტრი, ან სხვა ერთეულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, საქართველოში საზომად გამოიყენება; ვ) კომერციული გარანტია − მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს; ზ) კომერციული საქმიანობა − მოვაჭრის ნებისმიერი მოქმედება, უმოქმედობა, ქცევა, ახსნა-განმარტება, კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის, რეკლამა და მარკეტინგი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან ან მიწოდებასთან ან საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობასთან; თ) მოვაჭრე − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით; ი) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; კ) სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; ლ) სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა; # მ) საქონელი − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე; ნ) საჯარო აუქციონი − გაყიდვის მეთოდი, რომლის გამოყენების დროს საქონელი ან მომსახურება მოვაჭრის მიერ კონკურენტული და გამჭვირვალე განაცხადის გაკეთებით იმ მომხმარებლისთვის არის შეთავაზებული, რომელიც პირადად ესწრება ან რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა, პირადად დაესწროს საჯარო აუქციონს, სადაც ყველაზე მაღალი ფასის განმცხადებელი პირი ვალდებულია შეიძინოს ეს საქონელი ან მომსახურება; ო) ფინანსური მომსახურება − მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან; პ) ქცევის კოდექსი − შეთანხმება ან წესი, რომელიც კანონით სავალდებულო არ არის და ადგენს იმ მოვაჭრის ქცევას, რომელიც ქცევის კოდექსით ივალდებულებს თავს ერთი ან ერთზე მეტი კომერციული საქმიანობის სფეროში; ჟ) ციფრული შინაარსი − მონაცემები, რომლებიც ციფრული ფორმით არის წარმოებული ან მიწოდებული; რ) ხანგამძლე მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3761 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი II ძირითადი უფლებები და ვალდებულებები
რედაქციების შედარება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; [ ა) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის  შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] ბ) გასაყიდი ფასი − საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით; გ) დაკავშირებული ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელი იძენს საქონელს ან მომსახურებას და რომელიც დაკავშირებულია დისტანციურ ხელშეკრულებასთან ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან, ამასთანავე, ეს საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ მოვაჭრესა და მესამე პირს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე; დ) დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო; ე) ერთეულის ფასი − საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით, შემდეგი ერთეულებისთვის: ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კუბური მეტრი, ან სხვა ერთეულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, საქართველოში საზომად გამოიყენება; ვ) კომერციული გარანტია − მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს; ზ) კომერციული საქმიანობა − მოვაჭრის ნებისმიერი მოქმედება, უმოქმედობა, ქცევა, ახსნა-განმარტება, კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის, რეკლამა და მარკეტინგი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან ან მიწოდებასთან ან საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობასთან; თ) მოვაჭრე − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით; ი) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; კ) სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; ლ) სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა; მ) საქონელი − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე; ნ) საჯარო აუქციონი − გაყიდვის მეთოდი, რომლის გამოყენების დროს საქონელი ან მომსახურება მოვაჭრის მიერ კონკურენტული და გამჭვირვალე განაცხადის გაკეთებით იმ მომხმარებლისთვის არის შეთავაზებული, რომელიც პირადად ესწრება ან რომელსაც შესაძლებლობა ეძლევა, პირადად დაესწროს საჯარო აუქციონს, სადაც ყველაზე მაღალი ფასის განმცხადებელი პირი ვალდებულია შეიძინოს ეს საქონელი ან მომსახურება; ო) ფინანსური მომსახურება − მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან; პ) ქცევის კოდექსი − შეთანხმება ან წესი, რომელიც კანონით სავალდებულო არ არის და ადგენს იმ მოვაჭრის ქცევას, რომელიც ქცევის კოდექსით ივალდებულებს თავს ერთი ან ერთზე მეტი კომერციული საქმიანობის სფეროში; ჟ) ციფრული შინაარსი − მონაცემები, რომლებიც ციფრული ფორმით არის წარმოებული ან მიწოდებული; რ) ხანგამძლე მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3761 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი II ძირითადი უფლებები და ვალდებულებები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომერციის წესები და პირობები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-11
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3231¹322232810324
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …რეაბილიტაციისა და კრედ…საჯარო შესყიდვების შეს…საერთო სასამართლოების …ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023