Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიფილიალი
ლექსიკონი

ფილიალი

კანონში განსაზღვრული 6 განმარტება

წყაროები:ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ · მუხლი 2საინვესტიციო ფონდების შესახებ · მუხლი 2დაზღვევის შესახებ · მუხლი 2ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ · მუხლი 2არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ · მუხლი 2სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ · მუხლი 2

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 2

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ნებადართული აქტივების მმართველი კომპანიის ან სადაზღვევო ორგანიზაციის ან საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის (უცხოური საპენსიო ორგანიზაციის) წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 2

აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს

დაზღვევის შესახებ

მუხლი 2

მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 2

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 2

დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 2

ლიცენზიის მფლობელის მიერ ადმინისტრირებადი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)