ლექსიკონი

საბოლოო ურთიერთგაქვითვა

კანონში განსაზღვრული 2 განმარტება

შემდეგი ქმედება ან შემდეგ ქმედებათა ერთობლიობა: რ.ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტა, ლიკვიდაცია ან/და დაჩქარება (აქსელერაცია); რ.ბ) ამ მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული ვალდებულებების ან უფლებების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების (ფასის) შეფასება ან/და დაანგარიშება; რ.გ) ამ მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეფასებული ან/და დაანგარიშებული ღირებულების (ფასის) ერთ ვალუტაში კონვერსია; რ.დ) ამ მუხლის „რ.ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნეტვალდებულების გამოთვლა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვით ან სხვაგვარად, რომელსაც იხდის ასეთი ვალდებულების მქონე მხარე

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)