Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 2

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:იპოთეკა და დაფინანსებააქტივების მართვატოკენ შეთავაზებებიუზრუნველყოფილი დაკრედიტებასაჯარო შეთავაზებასაერთაშორისო ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) იპოთეკური ობლიგაცია − კომერციული ბანკის ( მათ შორის , რეფინანსირების ბანკის ) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი , რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით , რომლებიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს , როგორც კრედიტორებს , აქვთ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ; ბ ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება − განსაზღვრული უზრუნველყოფის აქტივების ერთობლიობა , რომელიც უზრუნველყოფს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებებს და ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებულია ; გ ) პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან რეფინანსირების პროგრამა ; დ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა − ემიტენტის პროგრამა , რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ემისიის იპოთეკური ობლიგაციებისგან და მათგან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან ; ე ) რეფინანსირების პროგრამა − რეფინანსირების ბანკის მოვალის პროგრამა , რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე რეფინანსირების ინსტრუმენტისგან და მისგან ( მათგან ) გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან ; ვ ) იპოთეკური სესხი − ნებისმიერი მიზნით გაცემული სესხი , რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს ( არსებობის შემთხვევაში ) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოფილია უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით ; ზ ) დამატებითი აქტივი − ამ კანონის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული , უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეტანილი აქტივი , რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს ( არსებობის შემთხვევაში ); თ ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე − პროცენტული მაჩვენებელი , რომელიც გამოითვლება ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და რომლითაც უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი აჭარბებს იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნების / ვალდებულებების გათვალისწინებით ; ი ) დეფოლტი − სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა / მოსალოდნელი შეუსრულებლობა , რომლის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ; კ ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება − თანხა , რომლის სანაცვლოდ , შეფასების მომენტისთვის , გონივრულად მოსალოდნელია უძრავი ქონების გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით დადებული გარიგების საფუძველზე გასხვისება , თუ გარიგების მხარეები გააზრებულად , წინდახედულად და იძულების გარეშე იმოქმედებენ ; ლ ) ემიტენტი – კომერციული ბანკი ( მათ შორის , რეფინანსირების ბანკი ), რომელსაც შეუძლია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ამ კანონის შესაბამისად ; მ ) რეფინანსირების ბანკის მოვალე ( მოვალე ) − ფინანსური ინსტიტუტი , რომელსაც რეფინანსირების ინსტრუმენტის საშუალებით რეფინანსირების ბანკის მიმართ ნაკისრი აქვს ფულადი ვალდებულება ; ნ ) რეფინანსირების ბანკი − კომერციული ბანკი , რომელიც უშვებს რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე მოთხოვნებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ ობლიგაციებს ამ კანონის შესაბამისად ; ო ) კომერციული ბანკი – „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი ; პ ) საცხოვრებელი უძრავი ქონება − საცხოვრებელი სადგომი , რომელიც მესაკუთრის ან მოსარგებლის მფლობელობაშია ; ჟ ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი − „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირი ; რ ) სპეციალური მმართველი −„ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის 37- ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მმართველი ; ს ) წმინდა ფულადი ლიკვიდურობის გადინება − შესაბამის თარიღზე ვადამოსული , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ყველა გადახდის ვალდებულება , ძირითადი თანხისა და პროცენტის , აგრეთვე დერივატივებიდან გამომდინარე გადასახდელების ჩათვლით , იმავე თარიღზე უზრუნველყოფის აქტივებიდან მისაღები გადახდების გამოკლებით ; ტ ) პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი ან რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი ; უ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე ; ფ ) რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი − რეფინანსირების ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში , რეფინანსირების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე ; ქ ) რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულება − ამ კანონის მე -3 მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული დერივატივის ხელშეკრულება , რომელიც რეგისტრირებულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში ; ღ ) პროგრამის ადმინისტრატორი ( ადმინისტრატორი ) – ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი , რეფინანსირების პროგრამის ადმინისტრატორი ამავე კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ყ ) უზრუნველყოფის აქტივი − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით ან მე -5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივი , რომელიც შეტანილია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ; შ ) რეფინანსირების ინსტრუმენტი − ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი ან / და ხელშეკრულება , რომლის საშუალებითაც რეფინანსირების ბანკი ახორციელებს ფულადი სახსრების სესხებით ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით რეფინანსირების ბანკის მოვალის დაფინანსებას და რომელსაც რეფინანსირების ბანკი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყენებს მის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად ; ჩ ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება − ღონისძიება , რომლის მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან / და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა , მათ შორის , ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება ( სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩათვლით ), მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ( საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების , გირავნობისა და იპოთეკის ჩათვლით ), აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად აქტივის გამოყენება პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ; ც ) რეზოლუციის კომიტეტი − „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 16 2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი ; ძ ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება ( პროგრამის განცალკევება ) − ამ კანონის VI თავით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი , რომლის მიზანია პროგრამის ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისა და ვალდებულებებისგან განცალკევებით მართვა პროგრამის კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ; წ ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − „ ფინანსური გირავნობის , ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბოლოო ურთიერთგაქვითვა .

2.ტერმინებს , რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში , აქვს „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული მნიშვნელობა . თავი II უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობა

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იპოთეკის ხელშეკრულებები7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იპოთეკური ხელშეკრულებები7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების დაფინანსება7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების სინდიცირება7 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-16

7
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 3კომერციული ბანკები… 37საქართველოს ეროვნუ… 16²მუხლი 19მუხლი 25მუხლი 3მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 191საქართველოს სამოქა… 254საქართველოს საგადა… 238მუხლი 27სააღსრულებო წარმოე… 2¹საქართველოს სისხლი… 152ფინანსური გირავნობ… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
  • 6იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოთხოვნები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 286ცნება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹19132543715216²23871925372712
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…კომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო