ლექსიკონი

სადაზღვევო შემთხვევა

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება

საავტომობილო გზაზე ავტომოტოტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას

მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)