Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 2

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:პერსონალური ინვესტიციაპერსონალური საფულის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე რიცხული თანხები, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრობანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის; დ) დაუზღვეველი დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელიც, ამ  კანონის თანახმად, დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება; ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში; ვ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდი (შემდგომ – ფონდი) – ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, რომლებიც გამოიყენება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების  ასანაზღაურებლად და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; თ)  ზღვარი – დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ი)  კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ი 1 ) მიკრობანკი – „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო; ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. მ) სარეზოლუციო ფონდი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდი.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობა. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3936 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. თავი II დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. 28 დეკ. 2023
  3. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  4. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 მაი. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა და ესთეით მენეჯმენტისერვისის გვერდი
  • Seed phrase-ის უსაფრთხო შენახვის სისტემის დანერგვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №5

  • 4 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 16მუხლი 24

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 18დაუზღვეველი დეპოზიტები
  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12122411161813222222
მითითებამნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…დაზღვევის შესახებფინანსური გირავნობის, …საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026