Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 12

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 12. შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ხელშეკრულებების განხილვადასაქმებახელშეკრულებების შედგენასამუშაო ნებართვებიდროებითი ვიზებიუცხოელი მუშახელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეფუძნება. დაუშვებელია ამ შრომით ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანა, რომელიც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

2.თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში: გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისთვის, უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის, მუდმივი დაწესებულებისთვის) ან ინდივიდუალური მეწარმისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს; დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; ე) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმა და ოდენობა; ვ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში; თ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი თანხმდებიან.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2023

    მე-3 პუნქტში ქართული ენის აღმნიშვნელი სიტყვა „ენაზე“ შეიცვალა სიტყვით „ენასა“, რის შედეგადაც ხელშეკრულების წერილობითი ფორმისა და ორი ენის მოთხოვნა ახლებური გრამატიკული ფორმით იკითხება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუშაობის უფლების აღება უცხოელებისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ბინადრობა სამშენებლო სექტორისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ბინადრობის ნებართვა (D1 ვიზა)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს შრომის… 14მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13²შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები
  • 13¹შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება
  • 13³შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობე

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 29შრომითი საქმიანობის უფლება
  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 10შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 20შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა
  • 14შრომითი ხელშეკრულების შინაარსი
  • 2შრომითი ურთიერთობა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 28საქმიანი ურთიერთობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28101420229155 (და…1416³13²13¹13³1712
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…დასაქმების ხელშეწყობის…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026