„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ პირი ცოცხალია, თუ ეს პირი პირადად წარსდგა ნოტარიუსთან. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს მოწმობა, რომელშიც უნდა მიუთითოს: ცოცხლად მყოფი პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირის პირადობა.

2.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი არ არის სრულწლოვანი, მაგრამ მას აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანოტარო მოქმედება შეასრულოს არასრულწლოვანი პირის მშობლების (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობის გარეშე.

3.იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის სრულწლოვანი და მას არ აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოქმედებას ასრულებს მხოლოდ არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი მშობლის (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹161248386319685628303565
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23