Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 97

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 97. საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად განკუთვნილ ადგილზე საქონლის მიტანა, აგრეთვე საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საქონლის მომზადება უნდა უზრუნველყოს დეკლარანტმა. ამ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებს დეკლარანტი ანაზღაურებს.

2.დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად დახმარების გაწევის მიზნით საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

3.საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეუძლია აგრეთვე დეკლარანტს, საქონელთან ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ან მის წარმომადგენელს, სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელს, თუ ეს: ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლს; ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს.

4.თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში საბაჟო ორგანოს ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის სახით აღებული საქონლის ღირებულება.

5.თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში დეკლარანტის ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.

6.საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის შედეგები უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონელთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ანდა მის წარმომადგენელს.

7.ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში უბრუნდება მის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სინჯი ან/და ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განადგურებას ექვემდებარება, ან მისი ნაწილი ანალიზის ან გამოკვლევის პროცესში გაიხარჯა, ან სინჯის ან/და ნიმუშის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები მის ღირებულებას აღემატება.

8.საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად განკუთვნილ ადგილზე საქონლის მიტანა, აგრეთვე საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საქონლის მომზადება უნდა უზრუნველყოს დეკლარანტმა. ამ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებს დეკლარანტი ანაზღაურებს. 2. დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად დახმარების გაწევის მიზნით საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. 3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეუძლია აგრეთვე დეკლარანტს, საქონელთან ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ან მის წარმომადგენელს, სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელს, თუ ეს: ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლს; ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს. 4. თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში საბაჟო ორგანოს ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის სახით აღებული საქონლის ღირებულება. 5. თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში დეკლარანტის ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი. 6. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის შედეგები უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონელთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ანდა მის წარმომადგენელს. 7. ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში უბრუნდება მის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სინჯი ან/და ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განადგურებას ექვემდებარება, ან მისი ნაწილი ანალიზის ან გამოკვლევის პროცესში გაიხარჯა, ან სინჯის ან/და ნიმუშის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები მის ღირებულებას აღემატება. 8. საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 96შემდეგი მუხლი 98

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 98საქონლის ნაწილობრივი დათვალიერება და საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღება
  • 96რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საზღვაო კოდექსი

  • 149

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას
  • 732შემკვეთის მოვალეობანი
  • 782საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 126დათვალიერების ზოგადი წესი
  • 147ნიმუშის აღება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹12149676732782126147798969497
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026