„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მოწმობები იურიდიული პირების არსებობის, ადგილსამყოფლის, წარმომადგენლის, იურიდიული სტატუსისა და სხვა გარემოებების შესახებ საჯარო რეესტრის (სამეწარმეო რეესტრის) მონაცემების საფუძველზე, აგრეთვე საჯარო რეესტრში (სამეწარმეო რეესტრის) არსებული სხვა მონაცემების შესახებ.

2.მოწმობაში უნდა მიეთითოს, რა დოკუმენტის საფუძველზე გაიცა მოწმობა და უნდა აღინიშნოს ამ დოკუმენტის სრული რეკვიზიტები.

3.ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს ელექტრონული საჯარო მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდების შესაბამისობა ამ ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებთან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20639384864846530121323 (დ…68
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებმეწარმეთა შესახებინოვაციური სტარტაპის ს…,,მეწარმეთა და არასამე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23