ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 23 (დანართი 1). სხვა დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო უფლებამოსილია , სტატუსის მქონე სიბიექტების მიერ შესაბამისი სტატუსის , მოქმედების განმავლობაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით , გამოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია , განახორციელოს ადგილზე შემოწმება და სხვა საჭირო მოქმედებები .

2.ამ წესის მე -3, მე -6, მე -11, მე -13, მე -18 და მე -20 მუხლებით გათვალისწინებული განაცხადებით წარმოდგენილი ინფორმაცია / დოკუმენტი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას . სტატუსის მქონე სუბიექტის შესახებ საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული მონაცემები მტკიცდება „ ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით − ბრძანებით .

3.დაევალოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურს , სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს , უზრუნველყონ , სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე , სტატუსის მაძიებელი და სტატუსის მქონე სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც სტატუსის მინიჭების , ისე მისი მოქმედების ვადის გაგრძელების , „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹20²70202115⁸653399320 (დ…3 (და…23 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებკონკურენციის შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო შესყიდვების შეს…საჯარო და კერძო თანამშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა