საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 157. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2.ყადაღის დადებისას განისაზღვრება, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.

3.ქონებაზე ყადაღის დადებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

4.დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

5.საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.

6.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი.

7.ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. ყადაღის დადებისას განისაზღვრება, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში. 3. ქონებაზე ყადაღის დადებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას. 4. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით. 5. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია. 6. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი. 7. ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს. საქართველოს 2012 წლის  25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
564840356¹⁰356⁴1511541562412425442157
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა