2.აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ.
3.მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
4.თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4¹.აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.
5.(ამოღებულია).
6.(ამოღებულია).
7.(ამოღებულია).
8.(ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. (ამოღებულია).2. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ.3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.4. თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.4 1 . აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.5. (ამოღებულია).6. (ამოღებულია).7. (ამოღებულია).8. (ამოღებულია).საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №50 · ძალაშია 22 დეკ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
2 ივლ. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
მე-4¹ პუნქტში მოვალის მონაცემების შემმოწმებელი სუბიექტი აღმასრულებლის ნაცვლად აღსრულების ეროვნული ბიუროა. მე-6 პუნქტი, რომელიც განმეორებითი წერილობითი გარანტიის მიცემის პირობებს აწესრიგებდა სამწლიან პერიოდში, ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008
4¹ პუნქტად დაემატა აღმასრულებლის მიერ მოვალის მონაცემების სისწორისა და სისრულის შემოწმების ნორმა. მე-6 პუნქტში იმავე ნორმის ნაცვლად დადგინდა განმეორებითი გარანტიის მიცემის წესი პირველი სამი წლის განმავლობაში.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009
42 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულია — განმეორებითი გარანტიის მიცემასთან დაკავშირებული სამწლიანი შეზღუდვის წესი აღარ არსებობს.
42-ე მუხლში ფიქსირებული ჯარიმა (50 ლარი) შეიცვალა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობით, ხოლო მე-5 და მე-8 პუნქტების ჯარიმები ამოღებულია.
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სამოქალაქო…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა