„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.ნოტარიუსი ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნით დანიშნოს სამკვიდროს მმართველი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

2.დაინტერესებული პირის მოთხოვნით სამკვიდროს მმართველი დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული პირი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით შესრულებული დასაბუთებული განცხადებით მიმართავს ნოტარიუსს სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ.

3.სამკვიდროს მმართველი არ დაინიშნება, თუ ერთ-ერთმა პირმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნებისმიერი ფორმით (განცხადების წარდგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება) მიიღო სამკვიდრო, ან დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებები აღმოჩნდა სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოცემის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებით გააუქმოს დადგენილება.

5.სამკვიდროს მმართველი ინიშნება ნოტარიუსის დადგენილებით. დადგენილებაში უნდა მიეთითოს: ა) დადგენილების მიღების თარიღი; ბ) დადგენილების მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი; გ) დადგენილების მიღების საფუძვლები; დ) მმართველის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი; ე) სამკვიდროს მართვის ვადა.

6.დადგენილებას თან ერთვის მმართველის თანხმობა (შედგენილი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით) მმართველად დანიშვნის შესახებ.

7.იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მმართველმა სამკვიდროს მართვისათვის უნდა მიიღოს გასამრჯელო, გასამრჯელო გადახდილ უნდა იქნეს სამკვიდრო მასის ხარჯზე და მისი გადახდის ვალდებულება ეკისრება სამკვიდროს მიმღებ პირს – მემკვიდრეს ან სახელმწიფოს (უმკვიდრო ქონების შემთხვევაში). გასამრჯელოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამკვიდრო მასის ღირებულების 5%-ს და იგი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სამკვიდრო მასის ღირებულებასა და შესრულებულ სამუშაოსთან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79821498141314218478779509920483
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…სააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…მეწარმეთა შესახებსაცხოვრებელი სადგომით …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23