იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 26. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიმია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს , იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში , „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის , ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები : ა ) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები / ინფორმაცია ( მათ შორის , კონფიდენციალური ); ბ ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა , თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება ; გ ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი ; დ ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდატორი ; ე ) რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე შეამოწმოს ემიტენტი / მოვალე როგორც ადგილზე , ისე დისტანციურად ზედამხედველობით ( მათ შორის , შეამოწმოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა / რეფინანსირების პროგრამა ); ვ ) „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის , კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს იმავე კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან / და სანქცია ( ფულადი ჯარიმა ); ზ ) თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ; თ ) გასცეს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ან გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია , გასცეს თანხმობა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაზე ; ი ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები ; კ ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ; ლ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .

2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის აღსრულების მიზნით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები , რომლებითაც განისაზღვრება უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის დამატებითი მოთხოვნები , ის მაქსიმალური ლიმიტი , რომელსაც არ უნდა აჭარბებდეს ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივები მის მთლიან აქტივებთან შეფარდებისას , პროგრამის სტრუქტურული მახასიათებლები , უზრუნველყოფის აქტივების აღრიცხვის წესი , უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის , პროგრამის ადმინისტრატორისა და პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები , მათი უფლებები და მოვალეობები , აგრეთვე ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების დამატებითი ვალდებულებები .

3.საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ემიტენტებისა და მათი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას . თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
433248665242782891953142726
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…დემატერიალიზებული ფასი…ფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა