საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 15¹. საკადრო უფლებამოსილება

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი: ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.

2.ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3.ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანისა და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №4498 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 24 აპრ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 24 აპრ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13¹683734159191643261415¹
მნიშვნელობით ახლოსეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს კონსტიტუცი…კომერციული ბანკების სა…საჯარო სამსახურის შესა…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა