Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 160

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 160. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმიანობის ანგარიშსა და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშებს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს დადგენილებით.

3.საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების შესახებ.

4.ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.

5.მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და განიხილავენ ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებს/ამზადებენ შესაბამის დასკვნას/დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისგან, საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს სამინისტროებისგან, სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

6.პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

7.პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს.

8.პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

9.საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა, ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

10.პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის (ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს.

11.თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებს და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

12.თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივლ. 2026
წინა მუხლი 159შემდეგი მუხლი 161

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ეროვნუ… 61მუხლი 61

მიუთითებენ მასზე

მუხლი 159

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 61ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება
  • 59ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი
  • 9ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 40¹სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 17ანგარიშის წარდგენა

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2717326840¹615992632531461159160
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საბიუჯეტო …იპოთეკით დაცული ობლიგა…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026