Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 27

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 27. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი ახორციელებს: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობას; ბ) არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ინსტიტუციური ინვესტორის, საქართველოში რეგისტრირებული თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის (გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციისა) მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას.

2.ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, სეკიურიტიზაციის ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები: ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მისგან მიიღოს დოკუმენტები და ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური); ბ) ადგილზე შეამოწმოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება; დ) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან აქტივების მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება; ე) პირს დააკისროს სანქციები; ვ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია; ზ) განახორციელოს და გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია; თ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები; ი) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3.ეროვნული ბანკი საზედამხედველო უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.

4.„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ზედამხედველობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს შესაბამისი წესები.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

დაზღვევის შესახებ 19მუხლი 19მუხლი 21მუხლი 23მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 28ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება
  • 12სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი
  • 7სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
  • 66ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები
  • 52⁶დამატებითი ზედამხედველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37სპეციალური მმართველი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 31საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19486652⁶78265314192123262812727
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებფასიან ქაღალდებად გარდ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026