ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 53. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილი

1.ამ კანონის ფარგლებში სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობას და დამატებით რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ამ კანონის ფარგლებში მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.

2.თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეასრულოს საპენსიო სქემის (სქემების) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან ამ ფუნქციების მხოლოდ გარკვეული ნაწილი.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტის საფუძველზე დაადგინოს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსი.

4.იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც მართავს საპენსიო სქემის აქტივებს, ლიცენზიის გაუქმების პროცესის დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურს შეატყობინებს ამ პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამსახურთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ფორმებს. თავი XV ფიდუციური ვალდებულების დარღვევა და დავის გადაწყვეტა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
433752³52⁶484282¹26583025142753
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა