ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 34. ალტერნატიული ზრუნვის პერიოდული კონტროლი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვი, რომელიც მასზე ზრუნვის ანდა მისი დაცვის ან მკურნალობის მიზნით მოთავსებულია დაწესებულებაში, ექვემდებარება მისდამი მოპყრობის, მისი ამ დაწესებულებაში დარჩენის საჭიროების და სხვა გარემოებების სავალდებულო პერიოდულ კონტროლს, კერძოდ, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შემოწმების ჩატარებას.

2.ბავშვის მიმართ ალტერნატიული ზრუნვის გაგრძელების საჭიროებისა და პირობების პერიოდული შემოწმება და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ბავშვისა და მისი მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.აკრძალულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვის მოძიება და ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსება, თუ შესაძლებელია ბავშვის ოჯახში დაბრუნება ან მისთვის ოჯახზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება.

4.ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულებისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. თავი V ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28461249351¹⁷1114312930713934
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…სქესობრივი თავისუფლები…შვილად აყვანისა და მინ…ზოგადი განათლების შესა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა