გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 17¹ (დანართი 1). საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით,  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, დანართი №I-12​ 1 შესაბამისად.

2.განცხადებაში მიეთითება იმ საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის რეკვიზიტები, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. ამასთან, პირი ვალდებულია,  განცხადებაში მიუთითოს მისი წარმოდგენის მიზანი.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან,  თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული  საგადასახადო  მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის  გასაჩივრებაზე  უარის  თქმის უფლებამოსილება.

4.ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი.

5.შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხულ/დაკისრებულ თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) პირის  პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

6.შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით  დარიცხული/დაკისრებული  თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან  განსხვავებულ ვადაში.

7.იმ შემთხვევაში,  თუ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება  განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი.

9.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხის  პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №185 - ვებგვერდი, 11.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ. დანართი №I-12 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით,  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, დანართი №I-12​ 1 შესაბამისად. 2. განცხადებაში მიეთითება იმ საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის რეკვიზიტები, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. ამასთან, პირი ვალდებულია,  განცხადებაში მიუთითოს მისი წარმოდგენის მიზანი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან,  თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული  საგადასახადო  მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის  გასაჩივრებაზე  უარის  თქმის უფლებამოსილება. 4. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. 5. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხულ/დაკისრებულ თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) პირის  პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე. 6. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით  დარიცხული/დაკისრებული  თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან  განსხვავებულ ვადაში. 7. იმ შემთხვევაში,  თუ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება  განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხის  პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №185 - ვებგვერდი, 11.08.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ. დანართი №I-12 1 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 11 აგვ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶10644429917² (…17 (დ…12 (დ…5825139417¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა