1.შს ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით; ბ) თანაბარ თანამდებობაზე – სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ) დაბალ თანამდებობაზე; გ.ა) შტატების შემცირებისას; გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; გ.გ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; გ.დ) პირადი თხოვნით; გ.ე) საატესტაციო წესით; გ.ვ) დადებული სასჯელის საფუძველზე; დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინების დროს.
2.თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს თანამშრომლის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის, გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
3.თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ყველა შემთხვევაში ფორმდება შს ორგანოს შესაბამისი უფროსის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება თანამშრომელს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4.დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი თანამშრომელი შემდეგში შეიძლება სამსახურში დაწინაურდეს მხოლოდ ატესტაციის საფუძველზე.
5.ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 თვით, ხოლო არავაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობის პირის ავადმყოფობა, მივლინება და ა.შ.) – 6 თვით.
6.შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე საგამოძიებო ორგანოების დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან, უნაზღაურდება იძულებით გადაუხდელი ხელფასი.
7.შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში 4 თვემდე ვადით, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. კადრების განკარგულებაში მ ყ ოფი პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე განსაზღვრული ვადით, მაგრამ არანაკლებ 2 თვისა. კადრების განკარ- გულებაში რიგითი შემადგენლობის პირთა აყვანა (შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევის გარდა) არ შეიძლება. შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევაში, მათი შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს სულ მცირე ერთ თვეში. შს ორგანოს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის ავადმყოფობის, კუთვნილ ან დამატებით შვებულებაში ყოფნის დრო. შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით რიგითი შემადგენლობის პირთა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა განისაზღვრება ოთხ თვემდე, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის ბრძანებულება №126 - სსმ III, №26, 07.03.2005 წ., მუხ.237 საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №680 - სსმ III, №152, 13.11.2006წ., მუხ.2110 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №565 - სსმ III, №141, 10.10.2007წ., მუხ.1561 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება №950 - სსმ III, №152, 22.11.2010წ., მუხ.2174

