სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 3. სახელმწიფო ქონების შემძენი

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. 1​ 1 . სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შესაძლებელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – უსასყიდლოდ.

3.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.

4.(ამოღებულია).

5.ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში გაცვლას. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4852 - ვებგვერდი, 02.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1104 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1351 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1027 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №1/3/81106.02.2017საოქმო ჩანაწერი(1, 2, 5)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №81121.07.2016კონსტიტუციური სარჩელი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა
უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-709-20222022-09-3064სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკმარისია თუ არა სხვა საცხოვრებლის არქონის შესახებ არგუმენტი სახელმწიფო ქონების გამოთხოვის სარჩელზე უარის სათქმელად?

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. დავის მთავარი საკითხი იყო, წარმოშობდა თუ არა ხანგრძლივი ფაქტობრივი სარგებლობა და სხვა საცხოვრებლის არქონის შესახებ არგუმენტი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლებას. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ გარემოებებში ეს არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები ფლობის სამართლებრივ საფუძველს არ ადასტურებდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.

  • №ბს-276-274(კ-16)2016-07-1462ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა. დავა ეხებოდა მიწის ნაკვეთზე კერძო პირის საკუთრების აღიარებას იმ პირობებში, როდესაც მიწა შესაძლოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ყოფილიყო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია მიწის სამართლებრივი მდგომარეობა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ორივე აქტი ბათილად ცნო და კომისიას გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • №ბს-439-434(კ-16)2016-11-2943ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის იჯარით გაცემის შესახებ დადგენილებისა და იჯარისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

    მოსარჩელეები წალკის რაიონის გამგეობის მიწის იჯარით გაცემის შესახებ დადგენილების, იჯარისა და შემდგომი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. მოპასუხეები იყვნენ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ერთი მსურველის შემთხვევაში მიწა შეიძლებოდა უკონკურსოდ გაცემულიყო, ხოლო დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილება საკმარისი იყო იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ორ ათას ხუთი წლის ოცდაათ ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვარი პრივატიზებას ექვემდებარებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც ნასყიდობა მხოლოდ სასაფლაოს ნაწილში იყო ბათილად ცნობილი.

  • №ას-307-292-20162016-05-1341სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეუძლია იპოთეკარს დაეყრდნოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდს?

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების აღიარება და მისი ყადაღისაგან გათავისუფლება. დავა შეეხებოდა იპოთეკარის კეთილსინდისიერებას, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერში საპრივატიზაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ იყო ასახული. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია გარემოება, რომელიც იპოთეკარის მიერ უფლების ხარვეზის ცოდნას დაადასტურებდა, და საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო. საჩივარი არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციების შედეგი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრება აღიარებული იყო, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილი.

  • №ას-13-20212021-10-1539სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    შედის თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრებაში ქორწინების პერიოდში ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით მიღებული ქონება?

    დავა შეეხებოდა ქორწინების პერიოდში მოპასუხისათვის სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემული უძრავი ქონების ნახევარზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების დასკვნა, რომ გარიგების შინაარსით ქონება ჩუქებით იყო მიღებული და მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და განუხილველად დატოვა; საჩივარი არსებითად არ განხილულა.

  • №ბს-701(3კ-19)2021-07-2215ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    სადავო ფართის ნაწილში ქონების განკარგვისა და რეგისტრაციის აქტებისა და გაცვლის ხელშეკრულების ბათილობა

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო ქონების განკარგვისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აქტების, აგრეთვე გაცვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობდა სადავო ფართს, რომლის ნაწილი ქვედა სასამართლომ საერთო სარგებლობის დერეფნად მიიჩნია. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მოსარჩელის მონაწილეობა უნდა უზრუნველეყოთ და საერთო ქონების განკარგვას ამხანაგობის წევრთა თანხმობა სჭირდებოდა. სასამართლომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა სააპელაციო განჩინება, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილება შენარჩუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 22 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 დეკ. 2025 – 12 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4245²2011846³3339311739483
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №63 · ბოლოს შემოწმდა