სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 14¹. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა იგზავნება გადაუდებელ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.

2.პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების არსებობის თაობაზე, მსჯავრდებულის შემთხვევაში − კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ; ბ) მითითება იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დამატებით იქნება წარდგენილი; გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დანაშაულისთვის იქნება მოთხოვნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ექსტრადიცია; დ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, დანაშაულის ჩადენის/შესაძლო ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით; ე) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შეძლებისდაგვარად ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა იგზავნება გადაუდებელ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე. 2. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების არსებობის თაობაზე, მსჯავრდებულის შემთხვევაში − კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ; ბ) მითითება იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დამატებით იქნება წარდგენილი; გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დანაშაულისთვის იქნება მოთხოვნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ექსტრადიცია; დ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, დანაშაულის ჩადენის/შესაძლო ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით; ე) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შეძლებისდაგვარად ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 აგვ. 2010 – 6 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242321¹²³21¹²²21¹²⁴93015143363²606414¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა